იტალიურმა მაფიამ ძაღლის ლიკვიდაციისთვის ჯილდო დააწესა

იტალიაში, ნეაპოლიტანურმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა “კამორამ” პოლიციელი ძაღლის პოჩოს ლიკვიდაციისთვის ხუთი ათასი ევრო ჯილდო დააწესა. პოჩო ნარკოტიკებს ეძებს – გამოცემა La Stampa წერს.
პოლიციაში მუშაობის მანძილზე ძაღლმა ორი ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინა, რომლის გამოც მაფიამ რამდენიმე მილიონი ევრო დაკარგა. უკანასკნელი დიდი რაოდენობის ნარკოტიკი პოჩომ გასულ კვირას სალერმოს პროვინციაში იპოვა – 30 კგ. კოკაინი. გარდა ამისა, პოლიციელების თქმით, ძაღლმა აღმოაჩინა ნარკოტიკი, რომელიც ბავშვთა მშრალ საკვებში იყო გარეული.
პოჩო პოლიციაში ადგილობრივმა ჩააბარა ალერგიის გამო. ჯეკ რასელ ტერიერი უკვე ცხრა წლისაა, მან პენსიამდე კიდევ ერთი წელი უნდა იმსახუროს პოლიციაში.

2018 წლის ივნისში კოლუმბიურმა ნარკომაფიამ გერმანული ნაგაზისთვის, რომელის სახელია “მოჩვენება” პოლიციას 70 ათასი დოლარი შესთავაზა. მოჩვენებამ სამ წელში 246 ნარკოდილერების კვალი აიღო და 9 ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა. ძაღლისთვის ჯილდოს დაწესების შემდეგ ნაგაზი სამუშაოდ აეროპორტში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშირუსული სანქციები 360 უკრაინულ კომპანიას და 50-ზე მეტ ფიზიკურ პირს შეეხება
შემდეგი სტატიატრამპი აშშ-ში მოქალაქეობის დაბადებით მინიჭების გაუქმებას აპირებს