„არ იქნება არავითარი დაპირისპირება, არეულობა, პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა“ – გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

„ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ, პირველი არის საარჩევნო პროცესი და მასობრივი გაყალბების მცდელობები, რომლებიც ამ პროცესს თან ახლდა. მეორე არის კრიტიკული შენიშვნები, რომელიც მათ ჰქონდათ ჩვენი კამპანიის მიმართ და მესამე – ყველანი შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება,საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე, არავითარი დაპირისპირება, არავითარი არეულობა, არავითარი პროვოკაციებზე წამოგება და ზიზღის ენა – წყნარად, ცივილიზებულად, კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით, და რამაც ასეთი წარმატება მოგვიტანა პირველ ტურში“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი აშშ-ში მოქალაქეობის დაბადებით მინიჭების გაუქმებას აპირებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : მჯერა, საქართველოს მოსახლეობა მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებს