ტიხანოვსკაია ბაიდენისგან ბელორუსული ოპოზიციის მხარდაჭერას ელოდება

ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისგან ბელორუსის პრეზიდენტის ოპოზიციის მხარდაჭერას ელოდება. “ბაიდენის დახმარებით ჩვენ გავიმარჯვებთ” – განაცხადა მან ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში, რომელიც კვირას, 18 ივლისს გამოქვეყნდა.
ლუკაშენკო რუსეთის მარიონეტია” – თვლის ტიხანოვსკაია, ამავე დროს, ბელორუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ამბობს, რომ მოსკოვთან დიალოგი აუცილებელია. “ჩვენ მტრებს არ ვეძებთ” – ხაზი გაუსვა მან.

ტიხანოვსკაიამ, ასევე თქვა, რომ ის მზად არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ბელორუსს კარგი მენეჯერი სჭირდება – თვლის ის. თუმცა, აცხადებს, რომ თანამემამულეებისთვის, შესაძლებელია “მორალური ავტორიტეტი” იყოს.
სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ში საკუთარ თანამემამულეებს შეხვდა. მას, ასევე თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა აქვს დაგეგმილი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის ახალი შეტაკება მოხდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს