იერუსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის არმიას შორის ახალი შეტაკება მოხდა

იერუსალიმში ტაძრის მთაზე 18 ივლისს პალესტინელებსა და ისარელის პოლიციას შორის ხელახლა მოხდა შეტაკება. ახალგაზრდებმა სამართალდამცვეელბს ქვები დაუშინეს. პოლიციელებმა სააპსუხოდ დემონსტრანტები დაშალეს.
ამ დღეს ტაძრის მთა დაახლოებით 1700-მა ებრაელამ მომლოცველმა მოინახულა. 2021 წლის 18 ივლისი ებრაელების ეროვნული გლოვის დღეა, რადგანაც ზუსტად ამ დღეს მოხდა იერუსალიმის პირველი და მეორე ტაძრების დანგრევა, რომელიც ტაძრის მთაზე მდებარეობდა. ახლა იქ მუსლიმების საკულტო მეჩეთი ალ-აკსი და კლდის გუმბათი მდებარეობს.

პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის ეს პირველი შეტაკება არ არის. მაისის დასაწყისში ისარელმა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე პალესტინელი ოჯახის გასახლება მოინდომა, რამაც საპროტესტო აქცია და არეულობები გამოიწვია. მასში ასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი მამლების გაზით მოწამვლით განადგურებას აკრძალავს
შემდეგი სტატიატიხანოვსკაია ბაიდენისგან ბელორუსული ოპოზიციის მხარდაჭერას ელოდება