წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “კავკასიონი” ასრულებს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ეწერის მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.
გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ წალენჯიხაში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი, მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური და დაიქსელა ქუჩები, ქალაქის მოსახლეობა უკვე ბუნებრივი აირით სარგებლობს.

 

banner
წინა სტატიაშიტიხანოვსკაია ბაიდენისგან ბელორუსული ოპოზიციის მხარდაჭერას ელოდება
შემდეგი სტატიაგერმანიაში წყალდიდობის შედეგებს აწესრიგებენ, მაგრამ ელოდებიან ახალს