ტიკარაძე – ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომ გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა უკეთ მოხდეს ეპიდსიტუაციის მართვა.

„ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით პიკურ მაჩვენებელს მესამე ტალღისას. რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარეობს მსჯელობა, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს, რათა ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და ამასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება ორშაბათს უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია“, – განაცხადა ეკატერინა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ამნისტიის კანონპროექტზე დათანხმების შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ
შემდეგი სტატიარა მედიკამენტი მიიღო გარდაცვლილმა ექთანმა ვაქცინაციამდე – სამართალდამცავებმა აფთიაქები შეამოწმეს