ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

ლანჩხუთში, ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა.

საქზემე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 2-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

“საქართველოს პროკურატურამ ორი პირის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კ.ფ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.

კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.” აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშისაუკეთესო საბჭოთა ტრადიციების გაგრძელება – საბა ბუაძე
შემდეგი სტატიარუსულმა ძალებმა ხარკოვში საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია დაბომბეს