ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქზე მორიგი იერიში მიიტანეს და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია დაბომბეს. დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც – 12, 13 და 15 წლის ბიჭები.