ევროპარლამენტარებს და მათ წინამორბედებს თუ დავუჯერებთ, ევროპული მომავლის საბოტაჟში ვცხოვრობთ 12 წელია – პაპუა

“ევროპარლამენტარებს და მათ წინამორბედებს, პოლიტიკურ თანამოაზრეებს თუ დავუჯერებთ, ევროპული მომავლის საბოტაჟში ვცხოვრობთ 12 წელია” – ამის შესახებ განცხადება შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო სანქცირებაზე მსჯელობა “არასერიოზულია”.

“ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ მათი რეკომენდაცია ქართველი ხალხისთვის ცუდი იყო” – ამტკიცებს პაპუაშვილი და იქვე დასძენს, რომ ევროპარლამენტარებთან რუსული კანონის გარშემო დისკუსიაში არ შევა.

“სანქციებზე განცხადებებს რაც შეეხება, ეს სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია და ვერაფერს გეტყვით. არასერიოზულია ამაზე მსჯელობაც კი. როგორ შეიძლება კანონის მიღების გამო, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილია, ქართველი ხალხი დაასანქციროს ვიღაცამ? აბსურდია. ასეთ აბსურდულ განხილვაშიც კი ვერ შევალ. ესეც იმ ხალხის სურვილია, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველები არიან და მათი მითითებებით მოქმედებს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილზე ამბობდა, რომ დემოკრატიის განმაპირობებელია და გამოსაშვებია. ეს ის ხალხია, ვინც მოგვიწოდებდა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და ამით, ფაქტობრივად სამხედრო დაპირისპირებაში შევსულიყავით რუსეთთან. ეს ის ხალხია, ვინც ყოველ ჯერზე მავნებლურ რეკომენდაციას აძლევდა ქართველ ხალხს. ყოველ ჯერზე დადასტურდა, რომ მათი რეკომენდაცია ქართველი ხალხისთვის ცუდი იყო. მადლობა ღმერთს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჯერა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა ხარკოვში საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია დაბომბეს
შემდეგი სტატიაპუტინი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს