ტიკარაძე – “სინოფარმის” და “სინოვაკის” ნახევარი მილიონი დოზა კვირის ბოლოს შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფორმაცია, რომ “სინოფარმი” და “სინოვაკი” ადამიანებს ვერ იცავენ დელტა შტამისგან სრულყოფილი არაა, რადგან მეცნიერებს ამ მხრივ კითხვები სხვა ვაქცინების მიმართაც აქვთ.

ტიკარაძის განცხადებით, საქართველო მასობრივ ვაქცინაციას შემდეგი თვიდან დაიწყებს.

“იმ ვაქცინებით, რომლებიც ეტაპობრივად დაიწყებს შემოსვლას საქართველოში, კერძოდ შემდეგ კვირას ჩვენ უკვე გარკვეული მოცულობები გვექნება, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ნახევარი მილიონი “სინოფარმი” და ნახევარი მილიონი “სინოვაკი” უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშითურნავა – რადიომაუწყებლობის კომპანიებს მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ
შემდეგი სტატიადამენია – თუ ოპოზიციური ძალები წარადგენენ საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს