დამენია – თუ ოპოზიციური ძალები წარადგენენ საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს, „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას განცხადებით, თუ ოპოზიციური ძალები საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს წარადგენენ – ეს გამარჯვების ფორმულა იქნება.

მისივე თქმით, ამგვარი კოორდინირებული მუშაობით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ აიღებს და იძულებული გახდება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

„ევროპული საქართველო“ 2020 წლიდან დღემდე ფაქტობრივად აგზავნის გზავნილს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა უნდა მოახდინონ საერთო კოორდინაცია. ყველანაირი კვლევა აჩვენებს, რომ თუ ოპოზიციური ძალები საერთო შეთანხმებულ კანდიდატებს წარადგენენ, როგორც თბილისში, ასევე საკვანძო ქალაქებში, ეს არის ერთადერთი გამარჯვების ფორმულა, რომლითაც „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს და ის იძულებული გახდება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – “სინოფარმის” და “სინოვაკის” ნახევარი მილიონი დოზა კვირის ბოლოს შემოვა
შემდეგი სტატიადამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვს