ტიკარაძე – დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზად არიან, რომ ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს.

ვაქცინების მობილიზებაზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, ასევე ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ გააცხადებს.

„რაც შეეხება ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ფაიზერის“ ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიბონდო თოფურია – მერთან შეხვედრაზე გარკვეული სახის შეთანხმება შეგდგა (ვიდეო)
შემდეგი სტატიავაშაძე – ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო