ვაშაძე – ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო

ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ დებატებზე მწვავე გამოსვლა ექნება.

„ძალიან მწვავე გამოსვლა მექნება კონკრეტული ციფრებით და ფაქტებით. ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, რადგან მხოლოდ ზედაპირული საუბარი იყო და გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო. „მიმინო“ გამახსენდა – „ჩერეზ 5 ლეტ პამაგუო”, მისი გამოსვლა დაახლოებით ასე იყო. გვითხრეს, ათ წელში გეშველებათო და თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, 400 ათასი ადამიანით შემცირდება სამუშაო ადგილები, შემოსავლები 100 დოლარიდან 80 დოლარამდე შემცირდება და შეიძლება, დემოგრაფიული პრობლემები გვქონდეს. თუ ასე გაგრძელდება, ქართველ ხალხს წითელ წიგნში შეგვიყვანენ, რადგან შობადობა მცირდება, ქორწინება განახევრებულია, შემოსავლები შემცირებულია, ახალგაზრდები ქვეყანაში არ ჩერდებიან, საპენსიო ასაკის მოცულობა იზრდება. ალბათ, სხვადასხვა ქვეყანაში ქართველები უნდა ვეძებოთ, სად დარჩნენ კიდევ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიტიკარაძე – დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში
შემდეგი სტატიათურნავა – საცხოვრებელი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ოჯახებისთვის, რომლებიც გამრავლებაზე ზრუნავენ