თუთქეთში კორონავირუსით დაავადების მაქსიმუმი 40 000 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა მაქსიმუმი 40 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 806 ახალი შემთხვევისა და 176 გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა. მაჩვენებლები მესამე დღეა მატულობს. ჯერ კიდევ 29 მარტს დაავადებულთა რაოდენობა 32 000 იყო, მომდევნო ორი დღე კი 37 000 და 39 000 დაფიქსირდა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ფ. კოჟამ განაცხადა, დაავადებულთა შორის 75%-ით ბრიტანული შტამი დომინირებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განცხადებით, ეპიდემიასთან ბრძოლის ზომებს გაამკაცრებენ, მათ შორის, შაბათ-კვირას ლოკდაუნს გამოაცხადებენ.

ახლა მთელს ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ვაქცინაციის პირველი დოზა გაიკეთა 9,3 მილიონმა ადამიანმა, მეორე – დაახლოებით 7 მილიონმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში კაპიტოლიუმთან ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატიაფრანგმა მინისტრმა დაგმო რეალითი შოუ, სადაც საპატარძლოს ქალიშვილობა შეუმოწმეს