აშშ-ში კაპიტოლიუმთან ინციდენტი მოხდა

ინციდენტი კაპიტოლიუმთან

კაპიტოლიუმის პოლიციამ განაცხადა, რომ სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი ინციდენტის შედეგად, რომელიც კაპიტოლიუმის კომპლექსთან მოხდა.

აშშ-ს სენატის მხარეს ბოროტმოქმედმა მანქანით გადაუარა პოლიციის ორ ოფიცერს. ორივე მათგანი დაშავებულია. ეჭვმიტანილი დაკავებულია. NBC News-ის ინფორმაციით, მანქანამ ბარიკადებთან არ გააჩერა, იქვე მდგარ პოლიციელებს გადაუარა, შემდეგ მძღოლი მანქანიდან დანით ხელში გადმოხტა და პოლიციელს ჭრილობები მიაყენა. პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა სერიოზული დაზიანება მიიღო.

თავდასხმის მოტივზე ჯერჯერობით არაფერი ვრცელდება.

აშშ-ს კაპიტოლიუმს 6 იანვრის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპის მომხრეები შევარდნენ შენობაში, გაძლიერებული იცავენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო საუბარი
შემდეგი სტატიათუთქეთში კორონავირუსით დაავადების მაქსიმუმი 40 000 შემთხვევა დაფიქსირდა