თურქეთში ტერაქტის მომზადებაში “ისლამური სახელმწიფოს” ოთხი ეჭვმიტანილი ბოევიკი დააკავეს

თურქეთის მთავრობის განცხადებით, ქალაქ გაზიანთებში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ოთხი ბოევიკი დააკავეს, რომლებიც ტერაქტის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები – Reuters-ი ავრცელებს.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, დაკავებულები მჭიდრო კონტაქტში იყვნენ “ისლამური სახელმწიფოს” ხელმძღვანელებთან სირიაში და თურქეთში რამდენიმე მსხვილ ტერაქტს გეგმავდნენ.
მათ თვითმკვლელის 24 ქამარი აღმოაჩნდათ, რომლებშიც, საერთო ჯამში, 150 კილო ასაფეთქებელი იყო ჩადებული, ასევე, მათ დეტონატორები და კალაშნიკოვის ტიპის ორი ავტომატი ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ყინულის სახლში ყინული დადნა
შემდეგი სტატიაჩიხრაძე: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ სამწუხაროდ, გუშინ გვინ ღამით კონსულტაციებზე უარი თქვა