ზუგდიდის ყინულის სახლში ყინული დადნა

ზუგდიდის ყინულის სახლში გუშინ სასრიალო ყინული დადნა.“ოდიშინიუსის“ ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ-ის სპორტის განვითარების სამსახურში ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე პრობლემა მოგვარებულია: „ტექნიკასთან არის დაკავშირებული ყველაფერი, გამოირთო კომპრესორი და ამიტომ დადნა, თუმცა ახლა უკვე არ არის ეს პრობლემა. აქ ტექნიკასთან გვაქვს საქმე, რთული სიტუაციაა, ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული სამუშაოები, აგრეგატებია, კომპრესორებია, თვითონ აპარატურაა ისეთი, ძალიან რთული სიტუაციაა, ისე ხომ არ არის ეს, სახლში გაფუჭდება რაღაც აქ კი არა“- განაცხადა ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ-ის სპორტის განვითარების დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა.

ზუგდიდის ყინულის სახლი, რომელიც 2016 წლის იანვარში, დიდთოვლობის დროს დაზიანდა, ახლაც არ ფუნქციონირებს.ყინულის სახლის სახურავისა და შიდა ინფრატსრუქტურის სრული რეაბილიტაციისთვის ქალაქის მერიამ ბიუჯეტიდან 154 127,97 ლარი გამოყო, სამუშაოები შპს „იუნაიტედ მასტერმა“- გასული წლის 30 აგვისტოს დაიწყო. ქალაქ ზუგდიდის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და უწყებისვე ინფორმაციით,განახლებული ყინულის მოედანი 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ყინულის სასახლეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ როდისთვის იგეგმება ყინულის სახლის გახსნა.

წყარო “ოდიშინიუსი”

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მაკკეინს ლუზერი უწოდა
შემდეგი სტატიათურქეთში ტერაქტის მომზადებაში “ისლამური სახელმწიფოს” ოთხი ეჭვმიტანილი ბოევიკი დააკავეს