ჩიხრაძე: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ სამწუხაროდ, გუშინ გვინ ღამით კონსულტაციებზე უარი თქვა

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში ბევრი პრობლემა კიდევ ჩარჩენილია.

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამოქალაქო სექტორთან სხადასხვა მიმართულებით კონსულტაციები ჰქონდა და გადაწყდა, რომ ცვლილებების პირველ მოსმენამდე, უმრავლესობასთან კონსულტაციები გამართულიყო და მათთვის შესაბამისი მოსაზრებები მიეწოდებინათ.

„ოპოზიცურ ფრაქციებთან შეთანხმება მიღწეულია და ეს შეხვედრები დანიშნულია. რაც შეეხება უმრავლესობას, სამწუხაროდ, გუშინ გვინ ღამით კონსულტაციებზე უარი თქვეს, მიზეზი – არ ვიცი. პრეტენზია ხოლმე, რომ თითქოს, წინასწარ არ ვეუბნებით, რომ შენიშვნები გვაქვს. როდესაც წინასწარ ამ საუბარს ვიწყებთ, გვეუბნებიან, რომ თურმე, ეს კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა არ არის საჭირო“, – აღნიშნა ჩიხრაძემ.

პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ტერაქტის მომზადებაში “ისლამური სახელმწიფოს” ოთხი ეჭვმიტანილი ბოევიკი დააკავეს
შემდეგი სტატიაეს მოდელი უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის – კილაძე ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე