თურქეთში სირიის საკითხებზე სასაუბროდ რუსეთის დელეგაციას ელოდებიან

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები თურქეთს 9-10 იანვარს ეწვევიან სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე სასაუბროდ – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მავლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა – წერს Reuters-ი.
როგორც თურქული “ანადოლუ” ავრცელებს, მინისტრმა შიიტურ მოძრაობა “ჰეზბოლას” შეთანხმების დარღვევაში დასდო ბრალი. “თუკი ჩვენ დარღვევების აღკვეთას ვერ შევძლებთ, ასტანას პროცესი ჩაიშლება” – თქვა ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიის სამშვიდობო პროცესში ათმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, სირიის სამთავრობო ძალებს ცეცხლი არ შეუწყვეტიათ და მათზე შეტევა მუდმივად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილარი კვლავ გაუფასურდა
შემდეგი სტატიაThe Daily Mail: ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა და 400 ბოევიკმა შეაღწიეს