The Daily Mail: ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა და 400 ბოევიკმა შეაღწიეს

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” 300-დან 400 ბოევიკემდეა სირიიდან კოსოვოში შესული ლტოლვილების სახით – ამის შესახებ The Daily Mail-ი იტალიის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოევიკები საომარ ადგილებს დამარცხების შემდეგ ტოვებენ, სამოქალაქო ფორმას იცმევენ და ლტოლვილების სახელით ევროპაში შემოდიან. ზოგიერთი მათგანი სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ ექცევა, თუმცა, უმეტესობამ შეუმჩნევლად ყოფნა შეძლო.
The Daily Mail-ის ცნობით, კოსოვოში ლტოლვილის სახელით იმყოფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი ლავდრიმ მუხაჯერი, რომელიც ცნობილია აბუ აბდულა ალ-კოსოვას სახელით. მას იცნობენ არა მხოლოდ როგორც კოსოვოელი ალბანელების “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერს, არამედ, როგორც წარმატებულ გადამბირებელს.
ის 27 წლის არის და სირიაში 2012 წლის ბოლოს წავიდა. მუხაჯერი “ისლამური სახელმწიფოს” რამდენიმე პროპაგანდისტულ ვიდეოზეა გადაღებული. ასევე, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ის ტყვეებს თავებს აჭრის.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ევროპაში შესული ტერორისტები საშიში არიან, შესაძლებელია, მათ სხვადასხვა ტიპის თავდასხმები მოაწყონ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში სირიის საკითხებზე სასაუბროდ რუსეთის დელეგაციას ელოდებიან
შემდეგი სტატიაებრაელი ჯარისკაცი, რომელმაც დაჭრილი ტერორისტი მოკლა, დამნაშავედ ცნეს