ლარი კვლავ გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ორ პუნქტზე მეტით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6692 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6478 ლარს შეადგენდა.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7858 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7553 ლარს შეადგენდა.

2.6478 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.71 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი კვლავ გაუფასურდა, დოლარის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიჯანეტ ჯექსონმა პირველი შვილი 50 წლის ასაკში გააჩინა
შემდეგი სტატიათურქეთში სირიის საკითხებზე სასაუბროდ რუსეთის დელეგაციას ელოდებიან