თურქეთში პოლიციელების მასობრივი დაკავებები დაიწყო

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან თითქმის სამი წლის შემდეგ ისევ დაიწყო მასობრივი დაკავებები. პარასკევს, 12 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელიც 31 პროვინციაში მიმდინარეობდა, 75 პირი დააპატიმრეს – ადგილობრივი გამოცემოცემა Anadolu ავრცელებს. ყველა მათგანი პოლიციელია, მათ ფეტხულახ გიულენთან კავშირი ედებათ ბრალად – ანკარა მას პუტჩის ორგანიზებაში სდებს ბრალს. თურქეთის მთავრობა ამერიკისგან უშედეგოდ ცდილობს გიულენის ექსტრადაციას.
სულ მიმდინარე კვირას თურქეთში 523 პირი დააკავეს.

წარუმატებელი პუტჩის შემდეგ თურქეთში დაპატიმრებულია 500 000 ადამიანზე მეტი, მათგან 30 000 დღემდე ციხეში ზის. დაკავებულთა შორის, ქვეყნის პრეზიდენტის განცახდებით, 4400 პოლიციელია. 31 ათას პოლიციელზე მეტი, 15 ათასი სამხედრო პირი და 4 ათასი იუსტიციის თანამშრომელი სამსახურებიდან არიან დათხოვილი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშილიბიის დედაქალაქის აღებისთვის საუდის არაბეთმა ფული გადაიხადა
შემდეგი სტატიასაერთაშორისო სასამართლომ ავღანეთის შესახებ გამოძიების დაწყებას მხარი არ დაუჭირა