ლიბიის დედაქალაქის აღებისთვის საუდის არაბეთმა ფული გადაიხადა

საუდის არაბეთი ლიბიელ ფელდმარშალ ხალიფ ხაფტარს ლიბიის დედაქალაქის შტურმისთვის ფინანსური დახმარების მიღებას დაპირდა – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი საუდელ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერ-რიადი ფელდმარშალს ათობით მილიონ დოლარს დაპირდა. მას წინადადება საუდის არაბეთში ვიზიტისას შესთავაზეს სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე. “ჩვენ საკმაოდ ხელგაშლილები ვიყავით” – გაზეთის თანამოსაუბრემ თქვა.
ლიბიის ეროვნულმა არმიამ, რომელსაც ხაფტარი ხელმძღვანელობს, სამხედრო ოპერაცია 4 აპრილს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინატოსთან ერთად შავ ზღვაზე რუსებმაც ჩაატარეს წვრთნები
შემდეგი სტატიათურქეთში პოლიციელების მასობრივი დაკავებები დაიწყო