საერთაშორისო სასამართლომ ავღანეთის შესახებ გამოძიების დაწყებას მხარი არ დაუჭირა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უარი თქვა გამოძიება დაეწყო საქმეზე, რომელიც ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში ჩადენილ დანაშაულებებს გამოიძიებს – სასამართლოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პალატამ ერთხმად უარყო პროკურორის თხოვნა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენლი დანაშაულებებისა და სამხედრო დანაშაულების გამოძიების შესახებ. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე ეტაპზე ავღანეთის სიტუაციის გამოძიება სამართლიანობის ინტერესებს არ ემსახურება” – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირას ვაშინგტონმა ამერიკის ვიზა გააუქმა პროკურორ ფატუ ბენდუსას, რომელმაც სასამართლოს გამოძიების თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში პოლიციელების მასობრივი დაკავებები დაიწყო
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა