თურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა – გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია

თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა.

საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, აფეთქება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია სირნაკში მოხდა.

დაშავებულთა და გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ აკისრებს.

უსაფრთხოების სამსახური აფეთქების ორგანიზატორების დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებს.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი : არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ენმ–ს ბოლო განცხადებას
შემდეგი სტატიაქუთაისში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს