ქუთაისში 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს

ქუთაისში, ზასტავას დასახლებაში, 45 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილზე ათობით სამართალდამცველი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

სამართალდამცველებს მიმდებარე პერიმეტრი სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივი და სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა – გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია
შემდეგი სტატიაამერიკელმა ჰაკერებმა კრემლის მართვის კომიკაციურ სისტემებში შეაღწიეს