ირინა სარიშვილი : არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ენმ–ს ბოლო განცხადებას

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ენმ–ს ბოლო განცხადებას.
ორიოდე სიტყვით ამ განცხადებამდე:
ჯერ არჩევნები გაციებული არ იყო რომ დაიწყო საკუთარი პარტიის წევრების და ამ პარტიის მხარდამჭერების, პირველ რიგში კი პარტიის ლიდერის შეცდომების, წარსულის ქექვა, წამოვიდა რაღაც აბსურდული ბრალდებები, ანუ ყველაფერი ის, რისი თქმაც არჩევნებამდეც შეეძლოთ, მაგრამ მაშინ ხმები ჭირდებოდათ და არ უნდოდათ ხალხის დაფრთხობა!
რა აღარ მოვისმინე და წავიკითხე საკუთარ თავზე: მედროვე, შენ ხო ადრე ჩვენი წინააღმდეგი იყავი, შენი მომხრეობით ჩვენ ხმა დაგვაკლდა და ათასი ამდაგვარი…
გავატარე მეორე ტურამდე.
მეორე ტურის შემდეგ იგივე გრძელდება და ახალი “გონივრული” ეჭვები” დაემატა ჩემი მისამართით: თითქოს მე ენმ–ს გახლეჩვა და მერე ამ გახლეჩილში რაიმე თანამდებობის დაკავება მინდა!
ჩემო რჩეულო ნაციონალებო, ვისაც ეს გეხებათ:
პირველად და უკანასკნელად ჩამოგითვლით იმ პუნქტებს, რამაც რაღაც სინათლე უნდა შეიტანოს თქვენს შეხედულებებში, თუ იქ საერთოდ დარჩა სინათლის ადგილი!
1. მე არც ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები ნაციონალური მოძრაობის წევრი – მე მხოლოდ მისი მხარდამჭერი ვარ და თუ რატომ, ეს მე ვიცი და მათ, ვისაც ის ენა ესმის რომელზეც ვლაპარაკობ!
2. გამომდინარე პირველი პუნქტიდან არაფერი გაქვთ სანერვიულო რადგან არც დღეს და არც მომავალში არანაირად არ ვგეგმავ თქვენი პარტიის ან მისი ანახლეჩის პარტიულ სტრუქტურებში მონაწილეობას!
3. მე მაქვს გარკვეული გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ ეს გავლენა, ისევე როგორც ნახევარი მილიონიდან თითქმის ყველა შემთხვევაში, მუშაობდა თქვენზე როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დასაყრდენზე;
4. მე ვიყავი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგი და რეპრესირებულიც მაშინ როცა ის ხელისუფლებაში იყო და მაშინ დავუდექი გვერდით, როცა მის გვერდით დგომა ძალიან დიდ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული!
5. მე ენმ–ს ხმა მივეცი როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დასაყრდენს და ზუსტად ვიცი რატომაც!
ჰოდა ამ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ამ პუნქტების საპასუხოდ:
გაუფრთხილდით თქვენს მხარდამჭერებს როცა არჩევნების მერე მათ იმ ნიშნით ბლოკავთ და ლანძღავთ, ვინც თქვენ როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დასაყრდენს მოგცათ ხმა! ასეთები თუ ყველა არა, აბსოლუტური უმრავლესობაა!
გაუფრთხილდით მათაც, ვინც გადააბიჯა ბევრ პირად და არა მხოლოდ პირად ბარიერს და ამ ქვეყნის მომავლის იმედით ამ ძალას მისცა ხმა!
თუ არ იცით, ჩაიხედეთ განმარტებით ლექსიკონში და გაიგეთ, რას ნიშნავს მედროვე და მოღალატე: მედროვე უმრავლესობისკენ მუდმივად მიდრეკილი ადამიანია და მოღალატე კი ის, ვინც გვერდით გიდგას, გეიმედება და მერე ზურგში ლახვარს ჩაგცემთ!
გაუფრთხილდით თითოეულ თქვენს მხარდამჭერს, მათ შორის მეც და ნუ მაფიქრებინებთ, რომ როცა მე თქვენ ცინიზმის, არატოლერანტობის და ბევრი სხვა მიზეზის გამო გეწინააღმდეგებოდით, ზოგიერთი თქვენგანის შემთხვევაში მართალი ვიყავი…
უამრავი შეცდომიდან და დანაშაულიდან (და ამისგან არცერთი ხელისუფლება არ არის დაზღვეული) გამომდინარე მიხეილ სააკაშვილზე გამოძიებას მხოლოდ 7 პიჯაკი შერჩა ხელში…
დაფიქრდით ამაზე!
დაფიქრდით 2008 წლის ომზე!
დაფიქრდით განუკითხაობაზე ქუჩაში, ბიზნესში და ა.შ.
დაფიქრდით ცოცხების კადრებზე, საიდან და რატომ გაჩნდა ეს დადგმული კადრები და მერე როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ივანიშვილის ხელში!
დაფიქრდით და უშუალო მონაწილეებს ან დღევანდელ “ოპოზიციაში” ან თქვენს გვერდით აღმოაჩენთ!
მიხეილ სააკაშვილი, როგორც იმდროინდელი პირველი პირი, რა თქმა უნდა პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე მაგრამ არა უშუალო მონაწილე და თქვენზე კარგად ეს არავინ იცის!
დაფიქრდით იმაზეც რომ თქვენი მხარდამჭერები “ოცნების” მომხრეთა კრიტიკის და თქვენი ლანძღვის ალყაში მოაქციეთ!
დაფიქრდით ამ ყველაფერზე და მოიქეცით ისე რომ 1 წლის მერე ადგილობრივ არჩევნებზე უჩვენოდ – თქვენი უანგარო ამომრჩევლების გარეშე არ დარჩეთ!
გააკეთეთ ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩიათ: დაამარცხეთ ჭაობი და გაიმარჯვეთ როგორც მომავალმა!
სხვანაირად ძალიან მალე თქვენი წინამორბედი ყოფილი მეგობრების ბედი გელოდებათ, რაც მე, როგორც თქვენს ამომრჩეველს, ძალიან არ მინდა!
გისურვებთ წარმატებებს რუსეთის ოლიგარქის და არა მიხეილ სააკაშვილის ან მისი პოლიტიკური დასაყრდენის და მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლაში!
ამომრჩეველი, რომელმაც 5 შემოხაზა!!!
P.S. ისე თუ ვინმე არსებობთ, რომელიც ენმ–ს მხარს უჭერდა და იმის გამო რომ მეც დღეს ენმ–ს მხარდამჭერი ვარ, აღარ მისცა ხმა ნაციონალებს, ნუ შეშინდებით, არ შეგჭამთ, გამოდით აბა.- წერს სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიახალი საპარლამენტო უმრავლესობის პირველი ოფიციალური შეხვედრა 6 ნოემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიათურქეთში მორიგი აფეთქება მოხდა – გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვია