თურქეთში ლტოლვილებს საბანკო ბარათებს დაურიგებენ 30 ევრო დეპოზიტით

ევროკავშირი თურქეთში მყოფ სირიელ მოქალაქეებს თვეში 30 ევროს გადაუხდის – დღეს Die Welt-ი წერს.
თანხა საბანკო ბარათებზე ოქტომბრიდან დაირიცხება. პროგრამას წითელი ნახევარმთვარის და გაეროს მსოფლიო სავაჭრო პროგრამა თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად ანხორციელებს.
როგორც გამოცემა აქვეყნებს, ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებით, ლტოლვილებს, აღნიშნული თანხით შეეძლებათ საყიდლების გაკეთება, სახლის ქირაობა ან სწავლის გადასახდელის გადახდა.
ჰუმანიტარული დახმარების კუთხით ევროკომისარის, ხრისტოს სტილიანიდისის თქმით, თანხა ლტოლვილებს “ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების გრძნობას გაუჩენს”.
ლტოლვილებისათვის ყოველთვიური თანხის გადახდა თურქეთ-ბრიუსელს შორის დადებული მარტის შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა თურქეთს, სადაც 3 მილიონი ლტოლვილი იმყოფება, 3 მილიარდი ევრო გამოუყო.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ატომური იარაღის გამოყენება დაუშვა
შემდეგი სტატიაამერიკელს “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების გამო ოცდაათი წელი მიუსაჯეს