ტრამპმა ატომური იარაღის გამოყენება დაუშვა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა დაუშვა, რომ მას შეეძლო ამერიკის შეიარაღებული ძალებისათვის ატომური იარაღის გამოყენების ბრძანება გაეცა – ამის შესახებ გუშინ ტელედებატებში განაცხადა.
შეკითხვაზე, რომელიც აშშ-ს სტრატეგიის გადახედვას ეხებოდა, რომლის თანახმადაც ვაშინგტონს შეეძლება სხვა სახელმწიფოს მიმართ პირველმა გამოიყენოს ატომური იარაღი, ტრამპმა უპასუხა: “პირველი არ განვახორციელებდი ატომურ დარტყმას”, შემდეგ კი დაამატა: “ვერაფერს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ არის ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩრდილოეთ კორეაა”.
სხვა ქვეყნის ატომურ პოტენციალზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, არსენალი, რომელსაც ფლობს მაგალითად, რუსეთი, უფრო ახალია, ვიდრე აშშ.
“ჩვენ ვერ ვეწევით სხვა ქვყნებს” – თქვა ტრამპმა და ხაზგი გაუსვა, რომ აშშ-სთვის ატომური იარაღი ყველაზე სერიოზული საფრთხეა და არა კლიმატის ცვლილება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა “ჰაიდელბერგცემენტს” საქართველოში ათწლიანი მოღვაწეობის იუბილე მიულოცა
შემდეგი სტატიათურქეთში ლტოლვილებს საბანკო ბარათებს დაურიგებენ 30 ევრო დეპოზიტით