ამერიკელს “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების გამო ოცდაათი წელი მიუსაჯეს

კალიფორნიის სასამართლომ ადგილობრივს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანების მცდელობის გამო.
23 წლის ნადერ ელხუზაელი გასულ წელს ლოს-ანჯელესიდან თურქეთში თვითმფრინავის გატაცებას აპრებდა. მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი, მას ინფორმაციის შემნახველი მოწყობილობა ჰქონდა, ასევე მკვლელობების ფოტოები, რომელსაც “ისლამური სახელმწიფო” ჩადიოდა, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სახელები და მისამართები.
მის კომიუტერში ასევე, ინახებოდა ვიდეო, სადაც ის “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულებას ეფიცება.
ნადერ ელხუზაელს ბრალი ივნისში წაუყენეს.
მასთან ერთად დაკავებულების სასამართლო პროცესი ოქტომბერში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ლტოლვილებს საბანკო ბარათებს დაურიგებენ 30 ევრო დეპოზიტით
შემდეგი სტატიავაშინგტონს სირიის საკითხებში მოსკოვთან თანამშრომლობის გაგრძელება რთულად წარმოუდგენია