თურქეთმა გიულენის ორგანიზაციებს მილიარდობით დოლარის საკუთრება ჩამოართვა

თურქეთის ხელისუფლებამ ფეხტულახ გიულენის ორგანიზაციებს უძრავი ქონება ჩამოართვა, რომელიც დაახლოებით ოთხი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა – დღეს Haberturk-ი ავრცელებს.
“ჩამორთმეულია 2514 უძრავი ქონება, ფონდების მთავარ სამმართველოს 2083 ობიექტი გადაეცა. ამ ქონების ღირებულება უზარმაზარია” – განაცხადა ეკოლოგიის მინისტრმა მეჰმეტ ოზხასეკმა. მისი თქმით, ჩამორთმევას დაექვემდებარება ათას ხუთასზე მეტი ობიექტი.
გამოცემის ცნობით, უძრავი ქონება ჩამოერთვა “ტერორისტულ ორგანიზაცია ფეტოს” – ასე ეძახის ანკარა კომპანიებს, რომლებიც არაფორმალურ ორგანიზაცია “ხიზმეტს” ეკუთვნის და რომელსაც გიულენი ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ფესხტულახ გიულენს თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
შემდეგი სტატიააჭარაში სტიქიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა