სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ ვარამაშვილის დის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, ოჯახს ბოლო ორი თვის განმავლობაში მსჯავრდებულთან კონტაქტისა და მისი ნახვის საშუალება არ ჰქონდა. ოთარ ვარამაშვილს ხანმოკლე პაემანი ბოლოს ჰქონდა დედასთან მიმდინარე წლის 12 აგვისტოს.

რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, სამინისტრომ თავის განცხადებაში ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ვარამაშვილი სასჯელის მოხდის პერიოდში ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს. დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი, პატიმრის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დისციპლინური სახდელი, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება გაასაჩივროს სასამართლოში. სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი გაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშიEMC დემურ სტურუას საქმეზე მიმდინარე გამოძიების საწყის ეტაპებს აფასებს
შემდეგი სტატიათურქეთმა გიულენის ორგანიზაციებს მილიარდობით დოლარის საკუთრება ჩამოართვა