თურქეთმა განაცხადა, რომ გიულენმა, შესაძლებელია, ყირგიზეთში სამხედრო გადატრიალება მოაწყოს

თურქეთმა განაცხადა, რომ გიულენმა, შესაძლებელია, ყირგიზეთში სამხედრო გადატრიალება მოაწყოს

3თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ფეტხულახ გიულენის მომხრეებმა, რომელიც ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაშია ბრალდებული, შესაძლებელია ყირგიზეთშიც მოაწყონ პუტჩი – მინისტრმა CNN Turk-ის ეთერში განაცხადა.
“თუკი ყირგიზეთში იქნება გადატრიალება, მას გიულენი მოაწყობს. ის ყირგიზეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა” – თქვა მინისტრმა.

დღესვე, ბიშკეკში თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ ანკარა ყირგიზეთის რეაქციას, ოფიციალური თურქეთის თხოვნაზე, გიულენის მომხრეების წინააღმდეგ ზომები მიიღოს, აფასებს, როგორც “თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტყვების არასწორ გაგებას” – АКИpress-ი წერს. “ზუსტად თურქეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც პირველმა აღიარა ყირგიზეთის დამოუკიდებლობა და რომელიც გაეროში ყირგიზეთის საწევროს იხდის” – განაცხადა დიპლომატმა.

knews.kg-ის ცნობით, ჩავუშოღლუმ თავის განცხადებაში თქვა, რომ თურქეთმა ყირგიზეთის ხელისუფლებისგან მოითხოვა გიულენის მომხრეებისადმი დამოკიდებულება შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი შეცვლის დამოკიდებულებას ბიშკეკისადმი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ადგლი15 ივლისს ჰქონდა. ოფიციალური ანკარას მტკიცებით, მისი ორგანიზატორი იყო ფეხტულახ გიულენი, რომელიც, თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიაყავა “ამრა” წარწერით “დამზადებულია აფხაზეთში” ზუგდიდში იყიდება