ყავა “ამრა” წარწერით “დამზადებულია აფხაზეთში” ზუგდიდში იყიდება

ყავა

amraყავა, შეფუთვის პაკეტზე წარწერით “დამზადებულია აფხაზეთში” ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, ზუგდიდში, ცენტრალურ სუპერმარკეტში, საბითუმო შესყიდვის დახლებზეც იყიდება, – ამის შესახებ “აფხაზეთის ხმას” ზუგდიდიდან აცნობეს.

დაფქვილი ყავის პაკეტი 100 გრამიანია და ზუგდიდში 2,5-3 ლარი, ხოლო გალში 3 ლარი ღირს. სავარაუდოდ, ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით სოფელ ჭუბურხინჯიდან გადმოსულ, ოკუპირებული რეგიონის აფხაზ მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, გალსა და ოჩამჩირეში გასაყიდ პროდუქტებს ზუგდიდან ეზიდებიან, “ამრას” შეკვრებიც გადმოაქვთ და ბითუმად შემსყიდველებს უტოვებენ. რადგან ეს “ბიზნესი” შედარებით ახალია, ჯერჯერობით წყარო ვერაფერს ამბობს, არის თუ არა მოთხოვნა “აფხაზურ ყავაზე”.

ყავის პაკეტზე წარწერის მიხედვით, 100%-იანი არაბიკის შენახვის ვადა 12 თვეა, ანოტაციაში მწარმოებლად ინდმეწარმე, ვინმე ხაშბაა მითითებული, რომელიც პაკეტებს სოხუმში აწარმოებს. პაკეტზე, ასევე, ტელეფონის ნომერია მითითებული.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა განაცხადა, რომ გიულენმა, შესაძლებელია, ყირგიზეთში სამხედრო გადატრიალება მოაწყოს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე ვარძელაშვილი – პროკურატურას მივაწოდე კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული გვარებიც