პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააკმაყოფილა თინათინ ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები, თავდაცვის მინისტრისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამასთან, ახალი მინისტრების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებით დღეს მიმართეს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლევან ქარდავას წარადგენს?
შემდეგი სტატიათურქეთმა განაცხადა, რომ გიულენმა, შესაძლებელია, ყირგიზეთში სამხედრო გადატრიალება მოაწყოს