თურქეთის მთავრობამ გაზეთის Zaman (დრო) 47 თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცა

თურქეთის მთავრობამ გაზეთის Zaman (დრო) 47 თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცა

Zamaთურქეთის მთავრობამ გაზეთის Zaman (დრო) 47 თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში.
ორდერი შეეხოთ გაზეთის ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს. მათ ბრალი ედებათ აშშ-ში მცხოვრები ფეხტულა გიულენის მხარდაჭერაში, რომელიც, ოფიციალური ვერსიით, გადატრიალების მცდელობის ორგანზატორია. თვითონ გიუმლენმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მას კავშირი არა აქვს მომხდართან და გმობს ყველანაირ ძალადობას.

სახელმწიფოებრივი სააგენტო “ანადოლუს” ინფორმაციით, Zaman-ის ჟურნალისტებიდან მინიმუმ ერთი ჟურნალისტი უკვე დაკავებულია. 16 ჟურნალისტი დაიბარეს დაკითხვაზე.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის უკვე დაკავებულია, ან თანამდებობიდან დროებით გადაყენებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი. მათ შორის 9 ათასი პოლიციელი, 3 ათასი მოსამართლე, 6 ათასი სამხედრო და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები. დაიხურა 2 ათასზე მეტი ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში მივიდა
შემდეგი სტატიასოფელ მეღვრეკისის მოსახლეობამ გორის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა