(+ფოტო) პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში მივიდა

მინდია გოგოჭური მთავარ პროკურატურაში მივიდა. პრეზიდენტის სიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვის მიზნით, 3 საათზე იყო დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება პრეზიდენტის განცხადებას, გოგოჭურის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რომელიც პირველი პირის ინფორმაციით უკანონოდ განხორციელდა და პოლიტიკური მიზანი ჰქონდა. გიორგი მარგველაშვილმა ფაქტი პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად შეაფასა. ამ განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გუშინ გამოძიება დაიწყო. გუშინვე პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ გოგოჭური გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამდა.
37968345 2600766022 1233

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია სუს-ის მიერ მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობამ გაზეთის Zaman (დრო) 47 თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცა