სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობამ გორის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის მოსახლეობამ გორის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა.

მეღვრეკისელები სოფლის გაზიფიცირებას და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მრავალი დაპირების მიუხედავად გორის გამგეობას პრობლემების მოგვარებაზე არ უზრუნია.
“ამდენი წელი გვპირდებიან გაზიფიცირება მოხდებაო. თითი არ გაუნძრევია გამგეობას. კონფლიქტის ზონის პირას ვცხოვრობთ. ხომ შეიძლება რამით დაგვეხმარონ. საბავშვო ბაღი მაინც ააშენონ. ეს ხომ მაინცაა მაგათი მოვალეობაა. მეზობელ სოფელში, ხუთი კილომეტრის დაშორებით ვატარებთ ბავშვებს”, -განაცხადეს მეღვრეკისელებმა.
აქციის მონაწილეებს გორის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ვეშაპური შეხვდა. მისი განცხადებით მეღვრეკისის გაზიფიცირება 2017 წელს დაიწყება.

რაც შეეხება საბავშო ბაღს, გორის გამგეობა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან აწარმოებს მოლაპარაკებას სოფელში ბაღის აშენების შესახებ.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობამ გაზეთის Zaman (დრო) 47 თანამშრომლის დაკავებაზე ორდერი გასცა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი მიიღო