თურქეთის ელჩი: ანკარა და მოსკოვი ურთიერთობებს დასავლეთის სურვილის მიუხედავად გააგრძელებენ

თურქეთი და რუსეთი სირიის თემაზე რეგულარულ მოლაპარაკებებს მართავენ და ურთერთობების დარეგულირებაზე ფიქრობენ “იმის მიუხედავად, უნდა ეს ევროპას თუ არა” – განაცხადა თურქეთის ელჩმა მოსკოვში უმიტ იარდიმმა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობები, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს – ეს ჩვენი მთავარი მიზანია” – თქვა ელჩმა.
“დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრი გავხდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ყველა კონტაქტი უნდა დავარღვიოთ და საკუთარი თავი დავაპროგრამოთ მხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე” – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, რუსეთ-თურქეთს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სირიის თემა იქნება: “ორივე ქვეყანა მშვენივრად იაზრებს იმას, რომ შეხვედრები რეგულარულად უნდა გაიმართოს… ჩვენი სურვილია, სირია შევინარჩუნოთ როგორც სამოქალაქო ქვეყანა არსებული საზღვრებით, ასევე, ჩვენი სურვილია, რომ მოლაპარაკებების პროცესში სირიის მოქმედმა ხელისუფლებამ მიიღოს მონაწილეობა” – თქვა თურქეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-თურქეთის პრეზიდენტები რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში. გასული წლის შემდეგ ეს პირველი დიპლომატიური შეხვედრა იყო.

banner
წინა სტატიაშისასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს წელსაც გადაეცემა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში ახალი ჩანაწერის შეტანის ინიციატივით გამოდის