სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს წელსაც გადაეცემა

მომავალში სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა, სკოლის ყველა მოსწავლეს აღარ გადაეცეს, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ჯეჯელავას თქმით, რეგულაცია წელს არ ამოქმედდება, თუმცა მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მომდევნო წლებში შეძლებულ ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 ათას ლარს აღწევს, სახელმწიფო სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით აღარ დაეხმარება.

”მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვთ, დაახლოებით 40 ათასი ლარი, სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველკლასელთა კომპიუტერებით შესაძლოა, აღარ დავეხმაროთ. მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ, რადგან საშუალება გვაქვს, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე, ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში, ლუგანსკსა და ყირიმში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი: ანკარა და მოსკოვი ურთიერთობებს დასავლეთის სურვილის მიუხედავად გააგრძელებენ