თურქეთი სირიაში ბუფერულ ზონას მარტო შემქნის

თურქეთს დამოუკიდებლად შეუძლია სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნა და მზად არის ეს გააკეთოს – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ტელეარხ A Haber-თან საუბარში აღნიშნა. მინისტრის თქმით, იდეა პრეზიდენტ ერდოღანს ეკუთვნის, ასევე, ანკარას განცხადებით, “თუკი მათ შეუერთდებიან აშშ და სხვა ქვეყნები, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით” – ჩავუშოღლუმ აღნიშნა. ამავე დროს, დაინტერესებულ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიდის და გარკვეული არ არის მათი პოზიციები.
თურქული მედიის თქმით, ერდორანმა აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთ სირიაში ბუფერული ზონის შექმნის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ოფიციალური თურქეთის განცხადებით, “ანკარა მზად არის მიწაზე უსაფრთხოება დაიცვას, ამერიკული მხარე კი – ჰაერში”.

რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ქვეყანამ აუცილებლად 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონა უნდა შექმნას, რომელიც თურქულ და ქურთულ პოზიციებს დააშორებს ერთმანეთს.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიის ყოფილ მინისტრს გაუპატიურების მცდელობაში ბრალი დასდეს
შემდეგი სტატიაბრიტანული მხარის ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა