ბრიტანული მხარის ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა

დღეს საღამოს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრ საჯიდ ჯავიდს შორის, ბრიტანული
მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა.
საჯიდ ჯავიდმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ძებნილი
მოქალაქის, ჯეკ შეპარდის დაკავების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის
ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 10 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ
მიმართა ბრიტანელ კოლეგებს ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნის
გამოცხადებასთან დაკავშირებით. ჯეკ შეპარდზე საერთაშორისო ძებნა 2019 წლის
12 იანვარს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთი სირიაში ბუფერულ ზონას მარტო შემქნის
შემდეგი სტატიამსოფლიოში 617 მილიონ ბავშვს წერა-კითხვა და თვლა არ შეუძლია