შოტლანდიის ყოფილ მინისტრს გაუპატიურების მცდელობაში ბრალი დასდეს

შოტლანდიის ყოფილ მინისტრს ალეკს სალმონდს გაუპატიურების მცდელობასა და სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი – “ბიბისი” წერს. ის ედინბურგის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგა, სადაც საერთო ჯამში 14 დანაშაულში წაუყენეს ბრალი, მათ შორის, უღირსი ხასიათის თავდასხმასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. 64 წლის პოლიტიკოსს, რომელიც, ასევე, რუსულ ტელეარხზე RT წამყვანია, სასამართლოში კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლომ სალმონდი გირაოთი გაანთავისუფლა. შენობიდან გამოსვლისას მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და არასდროს ჩაუდენია მსგავსი დანაშაულები. ასევე, მან თქვა, რომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით თავს დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეა ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტისთვის ემზადება
შემდეგი სტატიათურქეთი სირიაში ბუფერულ ზონას მარტო შემქნის