თურქები ,,ათათურქის გარეშე,, თურქულ ლირაზე უარს ამბობენ

თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნებიდან დღემდე, თურქეთის ეროვნულმა ბანკმა, ათათურქის გამოსახულების გარეშე თურქული ფულის ყველაზე დიდი პარტია გამოუშვა.
სამახსოვრო და საიუბილეო მონეტები, რომელზეც ათათურქის გამოსახულება არ იყო დატანებული, თურქეთში ადრეც ყოფილა მიმოქცევაში, თუმცა მისი რაოდენობა ძალიან მცირე იყო მიმოქცევაში. მიმდინარე წლის 7 თვეში თურქულმა ზარაფხანამ 26 მილიონ 652 ათასამდემ – 1 ლირას ნომინალის მონეტა გამოუშვა, რომელზეც ათათურქის გამოსახულება არაა და ეს მონეტები, 2016 წლის 15 ივლისის აჯანყების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი მონეტების რაოდენობა მიმოქცევაში, წლის ბოლომდე ბევრად გაიზრდება.
დამოუკიდებელი თურქული მედიის ცნობით, ათათურქის გამოსახულების გარეშე დამზადებული მონეტების დიდი რაოდენობით მიმოქცევაში შემოსვლამ, თურქული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დონემდე გააღეზიანა, რომ მომხმარებლები ამ მონეტების აღებაზე უარს ამბობენ და მათი სხვა მონეტებით შეცვლას ითხოვენ, როგორც საზოგადოებრივი ვაჭრობის ადგილებში – ასევე ბანკებში.

banner
წინა სტატიაშიჩინეთმა გაერო-ში ჩრდილოეთ კორეა დაიცვა
შემდეგი სტატიარატომ აგინა ზუგდიდის გამგებლის ცოლისძმამ ირმა ინაშვილს