ჩინეთმა გაერო-ში ჩრდილოეთ კორეა დაიცვა

,,ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის გამო, ჩინეთი, კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლის და ქაოსის უფლებას არავის მისცემს,, აცხადებს გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენელი – ლიუ შიეი.
გაეროს უშიშროების საბჭო გუშინ აშშ-ს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის და სამხრეთ კორეის მოწვევით საგანგებოდ შეიკრიბა რათა, ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის და საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდა განეხილათ. ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, გაეროს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წყალბადის ბომბის გამოცდის შემდეგ წარმოქმნილი კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. შიეიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა, კორეის ნახევარკუნძულზე ბრძოლის და ქაოსის უფლებას არავის მისცემს. გუშინ საგანგებოდ შეკრებილ გაეროს უშიშროების საბჭოზე, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ომის დასაწყებად იხვეწება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან სავაჭრო პარტნიორობის მქონე ქვეყნებზე, ამის შემდეგ უფრო მეტ ყურადღება განხორციელდება.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვასილი ნებენზიაც გამოვიდა სიტყვით და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. მან კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდა დაპრისპირებულ მხარეებს.
სხდომაზე სხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლებიც გამოვიდნენ სიტყვით, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეის ქმედებები მიუღებლად შეაფასეს და კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიმოგერინიმ თურქეთზე პოზიტიურად ისაუბრა
შემდეგი სტატიათურქები ,,ათათურქის გარეშე,, თურქულ ლირაზე უარს ამბობენ