რატომ აგინა ზუგდიდის გამგებლის ცოლისძმამ ირმა ინაშვილს

ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალია – საქმე ისაა, რომ თემურ თოდუამ, რომელიც ზუგდიდის მოქმედი გამგებლის, ლაშა გოგიას ცოლის ძმაა, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მხოლოდ გინებაში კი არ გამოიხატა, არამედ, სულ „პუტინისმონა“ და „მახინჯი“ ეძახა. აღსანშნავია, რომ თემურ თოდუას სიძე, ლაშა გოგია არათუ მოქმედი გამეგებლია, არამედ, ადგილობრივ არჩევნებში „ოცნება“ მის დასახელებას აპირებს კანდიდატადაც.

თოდუას „ფეისბუქგინებას“ ირმა ინაშილი სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა და დაწერა:

„ქართული ოცნების“ შტაბმა იქნებ დააბას ეს გალომებული კურდღელი ზუგდიდიდან, რომელიც მოქმედი გამგებლის, ლაშა გოგიას ცოლის ძმა ყოფილა. ეტყობა, ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ვერ ასწავლეს ქალის პატივისცემა და საერთოდ, ვერ ასწავლეს, რა არის ზნეობა. ვატყობ, ვეღარც ისწავლის.
სად პოულობ ასეთ “ლომებს” “ქართულო ოცნებავ”, სად?“

მოგვიანებით, თოდუამ მომხდარზე განცხადება გაკეთა და განაცხადა, რომ „ფეისბუქი“ გაუტეხეს:

„2017 წლის არჩევნები მოახლოვდა და იმატა სიბინძურეებმა, ცილისწამებებმა. ვიღაც ურცხვად ცდილობს ჩემი და ჩემი ოჯახის, ახლობლების სახელის შებღალვას. როგორც აღომოვაჩინე, ჩემი facebook გვერდით ისარგებლა უცნობმა პირმა და ქალბატონ ირმა ინაშვილს შეურაცმყოფელი კომენტარი დაუწერა. ეს ქმედება მიზანმიმართული იყო ზუგდიდის გამგებლის, ლაშა გოგიას რეპუტაციის და იმიჯის შელახვისაკენ, რადგან მე მასთან ნათესაური კავშირი მაკავშირებს.“

თოდუას, „ფეისბუქი“ შესაძლოა, მართლაც გაუტეხეს, მაგრამ „თაიმერის“ ინფორმაციით, მომხდარის გამო, ლაშა გოგია „ოცნების“ ცენტრალურ შტაბში დაიბარეს და სასტიკი საყვედური მისცეს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ გოგია არჩენებიდან მოხსნან.

თუ თუდუა მართალია და „ფეიუსბუქი“ მართლა გაუტეხეს, მაშინ ამის გამო სამართალდამაცევბს უნდა მიმართოს და საკუთარი სიმართლე დაადგინოს. თუ ამას არ გააკეთებს, გამოვა, რომ „გატეხვის ვერსია“ ბლეფია და ჯობია, ვაჟკაცობა ეყოს და აღიაროს, რომ ყველაფერი მისი გაკეთებულია და საკუთარი სიტყვებიც უკან აღარ წაიღოს!

banner
წინა სტატიაშითურქები ,,ათათურქის გარეშე,, თურქულ ლირაზე უარს ამბობენ
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს