“თუ იმ მიდამოებში ეძებდნენ, მალევე მოძებნიდნენ” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს ელოდება

აღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს ელოდება. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ბევრი კითხვის ნიშანია, მათ შორის იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს და რომელთა საფუძველზეც თვითმკვლელობის ვერსია გაჩნდა.

ნაპოვნ წერილთან დაკავშირებით კი ადვოკატი ამბობს, რომ მანქანაში სხვა ნივთებისა და ჩანაწერების გარდა ასევე ნაპოვნია ფურცელი წარწერით – “გამოიყენე ანაბარი”, თუმცა გაურკვეველია, არის თუ არა ეს კავშირში მის დაღუპვასთან. ჯერჯერობით დაუდგენელი რჩება, როდის გარდაიცვალა 23 წლის პროგრამისტი და რამდენი დღე იდგა მისი მანქანა იმ ადგილას, სადაც იპოვეს.

სრულყოფილად არ იყო ძებნის პროცესი განხორციელებული იმის გათვალისწინებით, თუ იმ მიდამოებში ეძებდნენ, იმიტომ, რომ მოძებნიდნენ. თუ ეძებდნენ, მაშინ, იქ მანქანა არ ყოფილა და მერე არის შეყვანილი და ეგეც გამოსაძიებელია – იყო თუ არ იყო… მრავალი ფურცელი იყო… არც წერია რომელ ანაბარზეა ან ვის უნდა გამოეყენებინა, ასე რომ მაგას ვერანაირად ვერ ვუკავშირებ მე თითქოსდა ანდერძივით რაღაცას, – ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიგაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პოლიციელის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება