გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი პოლიციელის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მოქმედი პოლიციელის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 23 ივლისს იმსჯელებს. ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ზაზა ალავერდაშვილი 35 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მოქმედი პოლიციელი ორი დღის წინ დააკავეს. ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლს შვილებით აშანტაჟებდა.

რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას ადვოკატის თქმით მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რადგან არ გადასცემია საქმის მასალები.

“მთავარის” ინფორმაციით, ზაზა ალავერდაშვილი თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მსხვერპლს კი გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პირს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიექსპერტიზის ბიურო თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“თუ იმ მიდამოებში ეძებდნენ, მალევე მოძებნიდნენ” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს ელოდება