თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება

დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი დაყენებული კონკრეტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, ასევე მე დავაყენე საკითხი და გვქონდა თხოვნა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭიროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს და კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს სანქციებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასახული ტექსტის მიხედვით – ამის შესახებ განაცხადა ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ

“ძალიან გულწრფელი და კარგი შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა თემაზე, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს. შემიძლია გითხრათ ორი კონკრეტული შედეგი ამ შეხვედრიდან: პირველი, მე; მეორე ჩემი დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლეეისგან მივიღე დაპირება , რომ ის არის თანახმა დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. ვფიქრობ, ეს ორივე შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში. ორივე შედეგი, სანქციების შემოღებაც და ქართველების დასაქმებაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, მთავრობამაც , საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, საელჩომაც ყველაფერი გააკეთოს ამ შეთანხმების კონკრეტულად და პრაქტიკულად ცხოვრებაში გატარებისთვის”, -განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია!
შემდეგი სტატიასაქართველო, უკრაინასთან ერთად, ნამდვილად არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა