ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია!

გერმანიაში მერკელის სატელეფონო მოსმენების საქმე დაიხურა

ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რატომ არ უწოდებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ განვითარებულ მოვლენებს ოკუპაციას.

„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20 პროცენტი და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

საქართველოს შეუძლია, იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა დუალური განათლების მხრივ, -​ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე​ დუალურ განათლებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მერკელის თქმით, წარმატების მისაღწევად აუცილებელია არა მარტო უმაღლეს განათლებაში წარმატება, არამედ პროფესიული განათლებაც.

„ვფიქრობ, ახალგაზრდების პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვნია. გერმანიის გამოცდილება გვეუბნება, რომ თუ გინდათ წარმატებული ვიყოთ, აუცილებელია არა მარტო უმაღლეს განათლებაში წარმატება, არამედ პროფესიული განათლებაც. ამ მიმართულებით, საქართველო შესაძლოა იყოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა.

მაგალითად ფირმა „ქნაუფს“ საქართველოში აქვს სპეციალური სასწავლებელი, სადაც დუალური განათლების სისტემა ინერგება. გუშინ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომ დუალურ განათლებაში ორი მიმართულებაა – ერთი არის თეორიული, მეორე არის პრაქტიკული განათლება, მაგალითად სხვადასხვა საწარმოებში.

ძალიან ფართო საფუძველი ექმნება საქართველოს, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით სხვადასხვა პასუხისმგებლობას იღებს. გერმანია მზად არის, ამ დარგში ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს. გერმანული საწარმოები იქნება მაგალითი, რომ სხვებმაც მიბაძონ და ინვესტიციები ჩადონ ან მიმართულებით. ჩვენთან არის ერთ-ერთი ფირმა, რომელიც სასწავლო წიგნებს გამოსცემს და ისიც მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშინატო-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ
შემდეგი სტატიათხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება